თბილისი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში 1996 წლიდან მუშაობს. მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის პოლიტიკური განათლების პროექტებით, 2002 წლიდან ასევე სომხეთსა და საქართველოში. ოფისი მდებარეობს თბილისში, საქართველოში. ფონდის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული განვითარების პროცესში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად თავისუფალი პოლიტიკური სისტემით, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკის თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებზე.
News
-
"სხვა სახლი"
ფილმი "სხვა სახლი" ასახავს საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოქალაქეების ცხოვრებას. ფილმი იკვლევს მიზეზებს, რის გამოც ახალგაზრდა ადამიანებმა მიიღეს რთული გადაწყვეტილება დაეტოვებინათ სამშობლო უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ავთენტური ცხოვრების შესაძლებლობითვის.
-
ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის
5 მარტს „ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" #YouthPoliticalHubforFreedom მეხუთე სეზონის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, გვინდა მადლობა გადავუხადოთ არაჩვეულებრივ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და პროფესორებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენმა კურსდამთავრებულებმა სიღრმისეული ინფორმაცია მიიღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე
-
საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში
ჩვენი პარტნიორის Media Voice-ის ახალი კვლევა წარმოაჩენს საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისის გავლენას მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე საქართველოში, კერძოდ ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოება, როგორ მიმდინარეობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და რა კეთდება დაუსჯელობის დასასრულებლად.
-
თავისუფალი ბაზარი - გამოსავალი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის • Georgian Students For Liberty წარმოგიდგენთ ვიდეო კამპანიას - "თავისუფალი ბაზარი - გამოსავალი"
-
სომხეთი და საქართველო: უსაფრთხოების გამოწვევები თუ გამოწვევები უსაფრთხოებისთვის 2022?
ეს პუბლიკაცია არის სტატიების კრებული, რომელიც ეფუძნება “სომხეთ-საქართველოს სამეზობლო: ექსპერტთა დიალოგი - სომხეთი და საქართველო: უსაფრთხოების გამოწვევები თუ გამოწვევები უსაფრთხოებისთვის 2022?” ღონისძიების თემებს, რომელიც გაიმართა თბილისში 2022 წლის სექტემბერში. სტატიებში განხილულია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითებზე არსებული მიმდინარე გამოწვევები, კონკრეტულად კი 2020 წლის ყარაბაღის ომი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი.
-
წინ ევროპული კავშირისკენ და არასდროს უკან საბჭოთა კავშირისკენ!!!
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ძალიან რთული გზა განვლო და რომ არა ევროპული კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, წარმოდგენაც კი არ მინდა, სად შეიძლება ვყოფილიყავით ჩვენ დღეს. დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში მყოფმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა თავისი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა ისტორიული მისიის - ევროპულ ოჯახში მის კუთვნილ ადგილას დაბრუნების აღსრულებას.
-
რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო?
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ, ამჯერად უკრაინაში, მორიგი აგრესიული ომის დაწყების კვალდაკვალ სულ უფრო და უფრო მეტი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ანალიტიკოსი იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, შეცდომებს რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ დაუშვა როგორც ომის დაწყებამდე, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ.