DE

განათლება
ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის

Youth Political Huib
© Free Democratic Institute

5 მარტს „ახალგაზრდული ჰაბი თავისუფლებისთვის" #YouthPoliticalHubforFreedom მეხუთე სეზონის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

პროექტში მონაწილეობა მიიღო 18-25 წლის 20 ახალგაზრდამ, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან,

პროექტის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცათ

გვინდა მადლობა გადავუხადოთ არაჩვეულებრივ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და პროფესორებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენმა კურსდამთავრებულებმა სიღრმისეული ინფორმაცია მიიღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

Free Democractic Institute 2
© Free Democratic Institute
  • ტერორიზმის არსი, საფრთხეები და გამოწვევები - თინათინ ქაროსანიძე ექსპერტი, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი
  • აქტიური მოქალაქეობა და ჩართულობის მექანიზმები & სტრატეგიული კომუნიკაციები - თამარ კეკენაძე ასოცირებული პროფესორი, „ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში“- კვლევებისა და პოლიტიკის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი,; პარტია „თავისუფალი დემოკრატები“-ს თავმჯდომარე
  • ქვეყნის თავდაცვა & უსაფრთხოება - ლაშა დავითაძე - პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • „რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში და უმცირესობების უფლებები “ - ბექა მინდიაშვილი - თეოლოგი, სახალხო დამცველთან არსებული „ტოლერანტობის ცენტრი“-ს მთავარი ექსპერტი
  • „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა“ - კონსტანტინე კორკელია - თსუ-ს პროფესორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებში,
  • საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოსთან (სტრასბურგი, საფრანგეთი) 2013-2017, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე 2005-2007
  • ნატო-საქართველოს ურთიერთობები და პერსპექტივები “ - თინათინ ხიდაშელი - იურისტი, „სამოქალაქო იდეა“-ს თავმჯდომარე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-2016
  • ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და პერსპექტივები “ - ვანო ჩხიკვაძე - “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ევროპათმცოდნეობის მაგისტრი
  • ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური თავისუფლება - რამაზ გერლიანი -ეკონომიკის დოქტორი, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელი
  • მედია გარემოს, დეზინფორმაციის გავლენის, საფრთხეებისა და მხარდამჭერი მექანიზმები - მარიამ გერსამია - მედია ხმა"-ს ხელმძღვანელი, თსუ-ს პროფესორი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამების მენეჯერი
  • ლიბერალური დემოკრატია და ლიბერალური ღირებულებები - კატრინ ბანახი - ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი -თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი
Youth Political Hub 3
© Free Democratic Institute