DE

#FemaleForwardInternational
გაიცანით მაია ფანჯიკიძე საქართველოდან

პრინციპული დიპლომატი
Maia Panjikidze #FemaleForward

2010 წელს მაია ფანჯიკიძემ დატოვა თანამდებობა, როგორც ნიდერლანდებში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, მთავრობის შიდა პოლიტიკასთან არსებული უთანხმოების გამო. იგი დაუბრუნდა მის თავდაპირველ პროფესიას - გერმანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას უმაღლესი სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის – და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ის ოდესმე კვლავ შეუერთდებოდა დიპლომატიური კორპუსის რიგებს.

თუმცა ის მაინც შეუერთდა - სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, რაც მაშინ მისი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის ბილეთს ჰგავდა, კოალიციას „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო". „საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და ყველას უნდოდა იმ ახალი ტალღის ნაწილი გამხდარიყო, რომელმაც ქვეყანას ახალი პერსპექტივა და ახალი შესაძლებლობები შესთავაზა,” ამბობს ის. მოვლენების ქარცეცხლში, ფანჯიკიძე კოალიციის პრეს-სპიკერი გახდა, შემდეგ დეპუტატი, როდესაც არჩევნები მოიგეს, და ამის შემდეგ, მალევე საგარეო საქმეთა მინისტრი.

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

მაია ფანჯიკიძისთვის, რომელიც ამაყობს იმით, რომ არა მხოლოდ საქართველოს პირველი ქალი დიპლომატია, მაგრამ ასევე ქვეყნის საგარეო სამსახურის ყველაზე ძველი წევრი, მთავარი მიმართულება ყოველთვის იყო ევროპა. როდესაც მან იგრძნო, რომ მისი ქვეყნის მთავრობა უხვევდა ამ ბილიკიდან, არ შეუშინებია დიპლომატიური სცენის დატოვებას.

„2010 წელს ნიდერლანდების ელჩის თანამდებობიდან გამათავისუფლეს პოლიტიკური მიზეზების გამო – მე არ დავეთანხმე მთავრობის შიდა პოლიტიკას. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ დიპლომატია არ არის პოლიტიკა, ისინი სხვადასხვა სფეროებია, მაგრამ ერთის მეორისგან სრულებით გამოყოფა არასოდეს გამოვა,” ამატებს ის.

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

მისთვის ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის მთავრობამაც 2010 წლიდან და შემდეგ კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2014 წლიდან გადაუხვია თავიანთი უპირველესი და ძირითადი მიზნიდან. „აქ საქართველოში, მხოლოდ განცხადებებს მოისმენ – „ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი, გვინდა ვიყოთ ნატოს ნაწილი, ევროკავშირში შესვლაზე 2024 წელს განაცხადს შევიტანთ.” როდესაც აკეთებ მსგავს განცხადებას, საშინაო დავალებებს ძალიან, ძალიან კარგად უნდა ასრულებდეთ. საუბარი იმაზე, რომ ეს არის ჩვენი პრიორიტეტები და პარალელურად კი საპირისპიროს კეთება იყო ძალიან ძნელი ასახსნელი ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის,” ამბობს ფანჯიკიძე. დიპლომატი არ უნდა მოერიდოს იმ იღბალზე საუბარს, რომელიც გზად ხვდება. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა.

მომეცა შანსი 18 წლის ასაკში გერმანიაში სასწავლად წავსულიყავი. სწორედ აქ მივიღე ფუნდამენტური განათლება, რომელმაც გავლენა იქონია ჩემს პროფესიაზე. გამიმართლა იმაში, რომ მყავდა ძალიან კარგი მშობლები რომლებმაც მომცეს ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ და ძალიან კარგი განათლება. განათლება ყველაზე ფუნდამენტური რამაა ცხოვრებაში. ყოველთვის ამას ვეუბნები ახალგაზრდა ქალებს: შეეცადეთ მიიღოთ კარგი განათლება და თავისუფალი იქნებით, და თუ თავისუფალი ხარ, მაშინ შეგიძლია საგნების გადაადგილება. მინიმუმ ერთი რამის ძალიან კარგად ცოდნა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.”

Maia Panjikidze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

პოლიტიკოსთა უმრავლესობის მსგავსად, ფანჯიკიძეც მიუკერძოებელი იყო და იწვნია თავისი წილი საზოგადოებრივი თავდასხმები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მაგრამ მას უკან არ დაუხევია, იმიტომ რომ მან იცოდა, რისთვისაც მუშაობდა და მას ჰქონდა თავდაჯერებულობა რომ არ დაეყარა ფარ-ხმალი. „თუ ოდესმე გყოლიათ მინიმუმ რამდენიმე ადამიანი მაინც, რომელიც მიხვდა რომ თქვენი მისია იყო მთელი გულითა და ენერგიით მუშაობა, მაშინ ეს საკმარისია. თქვენ არ გჭირდებათ საყოველთაო საჯარო აღიარება; კინოფილმის ვარსკვლავი არ ხარ – არაა საჭირო დიდი აუდიტორია რომ დარწმუნდე, რაღაც გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის,” ამბობს ის.

 

Follow more stories on female empowerment with #FemaleForwardInternational and in our Special Focus on the website.