DE

კვლევა
საქართველოს "მუნიციპალიტეტების ინდექსის"

მეცხრე ყოველწლიური კვლევა
Municipalioty index cover 2
© FNF South Caucasus

ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, გთავაზობთ საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის 2023 წლის კვლევას. „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი“ იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს და შედარდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობა, მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ცხოვრებისა და სამეწარმეო საქმიანობის გარემო.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში წელს პირველად 41 მუნიციპალიტეტი მოხვდა. პროექტის უპირველესი მიზანია გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები ადგილობრივ დონეზე, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევანის თავისუფლებაზე, კერძო ინიციატივაზე, ბიზნეს პირობებზე, რესურსების განაწილებაზე და საერთო სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განახორციელოს მუნიციპალური ხელისუფლების მუშაობის მონიტორინგი და შეფასება.

ანგარიში ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.