DE

ევრო ინტეგრაცია
ევროპასთან ვაჭრობის მხარდამჭერი პროექტის კვლევა

New Economic School- Georgia Logo
© New Economic School-Georgia

DCFTA წარმოადგენს შეთანხმებას, რომელსაც გადაჰყავს საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საშეღავათო ვაჭრობის რეჟიმზე და ქმნის შესაძლებლობას გაიზარდოს ეკონომიკური და ფინანსური ინტერაქცია ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის. კერძოდ, DCFTA საშუალებას აძლევს ქართველ მეწარმეებს გაყიდონ თავიანთი პროდუქტი 450 მილიონიანი მომხმარებლის ევროპულ ბაზარზე სატარიფო ბარიერებისა და კვოტების გარეშე (იშვიათი გამონაკლისების გარდა) და ასვე მოხდეს მაღალი ხარისხის ევროპული ნაწარმის ფართოდ შეთავაზება ქართველი მომხმარებლებისთვის.

პროექტის მიზანი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის არასაკმარისი განვითარების პრაქტიკული საკითხების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში ექსპორტიორ და იმპორტიორ ბიზნესებს დაესვათ 75-75 კითხვა, რომელთა მიზანი იყო გარკვეულიყო ბიზნესების ხედვები სიძნელეებისა და უპირატესობების შესახებ ევროკავშირთან და რუსეთთან ვაჭრობაში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 59 მონაწილემ 2 ბიზნეს გაერთიანებიდან, საერთაშორისო სავაჭრო პალატა და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. კვლევა ანონიმური იყო და საჭიროებდა ფორმებში კითხვების პასუხების შერჩევას – შეფასებას 5-ქულიანი სისტემით.

გადმოსაწერილი ლინკი იხილეთ ქვემოთ.