ALDE კონგრესი
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) ორი ქართული ლიბერალური პარტია შეუერთდა
ვულოცავთ ლიბერალური პლატფორმის წევრებს და ჩვენს მეგობრებს გირჩი - მეტი თავისუფლება და ლელო საქართველოსთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) წევრობას და ვუსურვებთ მათ წარმატებებს!
გუშინ, ALDE-ს კონგრესზე ქალაქ დუბლინში "გირჩი - მეტ თავისუფლებას" მიენიჭა აფილირებული წევრის სტატუსი და "ლელო საქართველოსთვის" მიენიჭა სრული წევრის სტატუსი.
ალდეს ორგანიზაცია შეიქმნა 1976 წელს და მას მერე ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი შინაარსია - თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა. ევროპის მასშტაბით 70 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და ათასობით ინდივიდუალური პირი.