DE

კვლევა
სახელმწიფო ქონება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები

State Wealth Resaerch Title in Georgian
© FNF South Caucasus

ნაშრომი მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეკონომიკური აქტივების კვლევას. დღემდე საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში აქტივები არ აქვს, ან თუ აქვს მცირე რაოდენობით, ასევე ხშირად შეგვხვდება მოსაზრება, რაღა დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში - ,,ყველაფერი გა-ყიდულია’’. მათ შორის, ხშირად გვესმის, რომ ,,საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა არ არის’’, ხოლო შეზღუდული რესურსების პირობებში ქვეყანა ვერ ახერხებს სასურველ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. რეალურად კი გვაქვს საპირისპირო სურათი, საქართველო მრავალფეროვანია არამარტო მისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებითა და გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით: სასარგებლო წიაღისეულით, წყლის რესურსით, ტყის ფონდითა და სხვ. აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო და ურბანული მიწებითა თუ უამრავი შენობა-ნაგებობით. თუმცა ამ რესურსების ეკონომიკური ეფექტი არის 0-თან ახლოს. ეს ყოვე-ლივე იმიტომ ხდება, რომ აქტივების უდიდესი წილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, სახელმწიფო კი არაფექტიანად იყენებს და ამ ქონებას მიწაში ჩამარ-ხული ოქროს შედეგი აქვს. ამასთან, მთავრობის ცენტრალურ და თვითმმართველობების დონეზე არსებობს მრავალი სახელმწიფო კომპანია რომლებიც პირიქით, მოგების ნაცვლად ყოველწლიურად ზარალზე გადიან, არაჯანსაღ კონკურენციაში შედიან ბიზნესთან და ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო ამცირებენ. აგრეთვე სახელმწიფო ქონების შენახვაზე და ,,მოვლა-პატრონობაზე’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები იხარჯება. ამ ფონზე კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ეკონომიკური აქტივების კვლევა პასუხია კითხვაზე, რეალურად თუ რა ეკონომიკური რესურსების მფლობელია სახელმწიფო.

სახელმწიფო ქონება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები