DE

#FEMALEFORWARDINTERNATIONAL
ჟურნალისტიკა, როგორც ცვლილებების კატალიზატორი

გაიცანით ნინო ბაქრაძე საქართველოდან
Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც იყენებს ერთობლივ გაშუქებას და საზღვრისპირა გამოძიებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში

ნინო ბაქრაძე, თბილისში, საქართველოში დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტთა მედიაპროექტ  iFact-ის  რედაქტორი და თანადამფუძნებელია. იგი მუშაობს   ქალთა გუნდში, რათა საქართველოში ყველაზე მძაფრი პოლიტიკური სკანდალები   გამოავლინოს და ამბობს, რომ ჯერჯერობით, არ არის დიდი კონკურენცია, როდესაც საქმე ეხება საგამოძიებო ანგარიშს – მედია განიხილება, როგორც გასართობი, სტანდარტები დაბალია და იშვიათად იცავენ და პატივს სცემენ ჟურნალისტურ ეთიკას.

ზედამხედველმა მასში საგამოძიებო ნიჭი აღმოაჩინა, მაშინ როდესაც იგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სწავლობდა GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. დღეს, იგი არის „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშგების’’ პროექტის (OCCRP) წევრი, რომელიც გახლავთ საგამოძიებო ჟურნალისტების გლობალური ქსელი, რომლებიც ჩართულნი არიან უცხოურ გამოძიებებში. იგი ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია თავის ქვეყანაში, რომელიც ამ ტიპის ჟურნალისტურ სამუშაოებს ასრულებს და მისი მედია, iFact, აქვეყნებს სიღრმისეულ მულტიმედიურ გამოძიებებს. მათი საქმიანობას ხშირად ციტირებენ ქართულ მედიაში.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ერთ-ერთმა გამოძიებამ 2015 წელს პრიზი მიიღო, კატეგორიაში - უმაღლესი ხარისხი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. ნინო შეაქეს მისი „მულტი-მედია სიუჟეტის, ტყის რეინჯერის მკვლელობის საქმის წარუმატებელი გამოძიების თაობაზე.” რა თქმა უნდა, ნინო არ აღნიშნავს ამას ინტერვიუს დროს: მას ურჩევნია ისაუბროს მის ქვეყანაზე, მის შვილზე, და ბევრ იმ პრობლემაზე, რასთან გამკლავებაც უწევს როგორც ჟურნალისტს. ეს არ არის ყალბი მოკრძალება – მას თავში ბევრი სხვა აზრები უფრო უტრიალებს, ვიდრე საკუთარი მიღწევები. გარდა იმისა, რომ იგი  ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია, ნინო ხარჯავს დიდ დროს ბოლო კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სწავლებაზე  და ამზადებს პროფესიონალ ჟურნალისტებს სხვადასხვა მოსამზადებელ კლასებში.

„ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა – იგი ეხმარება სხვა ადამიანებს და დემოკრატიულ განვითარებას. მას შეუძლია შეცვალოს საზოგადოების ცხოვრება, ქვეყნის განვითარების ტემპით და შეუძლია დემოკრატიის მხარდაჭერა. ეს ღირებულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ  ამ ამპლუაში, საუკეთესოდ ვემსახურები მათ”, ამბობს ის.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ნინო გამოყოფს სამ მნიშვნელოვან  ჟურნალისტურ პროექტს, რომლითაც იგი ამაყობს. პირველია მისი მუშაობა პანამის დოკუმენტებზე, რაც ასევე იყო მისი პირველი გამოცდილება ტრანსსასაზღვრო ანგარიშგების კუთხით. ცოტა ხნის წინ, მან გასწია სერიოზული სამუშაო, ადგილობრივი საზოგადოების საპროტესტო აქციების მიუხედავად, ჰიდროელექტროსადგურის აშენების პროექტზე. მის გუნდთან ერთად, ნინომ მოიძია ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის არსებული ოფიციალური შეთანხმებები და კონტრაქტები და აღმოაჩინა, რომ საინვესტიციო გარიგება სახელმწიფოსთვის არაპროფესიონალური იყო, იგი დაწერილი იყო მხოლოდ ინვესტორთა ინტერესების გათვალისწინებით. მისი სტატიის საპასუხოდ, ქუჩებში დაიწყო საპროტესტო აქციები და მთავრობა ამჟამად ამ დოკუმენტების გადახედვას ახორციელებს. საბოლოოდ, მისი მედია აწარმოებს 40 გვერდიან გამოძიებას საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის წარუმატებელი აღდგენის შესახებ. მთავრობამ დაიწყო ძველი მართლმადიდებლური ეკლესიების აღდგენა, მაგრამ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ძველი ხატები წვიმის გაჟონვის შედეგად დაზიანდა. iFact-ის გამოძიების შემდეგ, ამ პროექტზე პასუხისმგებელი კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელი გადადგა.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

პრობლემა არ არის ჟურნალისტად ყოფნა, პრობლემა ქალად ყოფნაა

ნინო ამბობს, რომ თავის საქმიანობის გამო არ განიცდის ზეწოლას. პრობლემურია საზოგადოებაში გენდერული როლების უხეშად განაწილება; თავის  სამუშაო ხაზში იგი არასდროს ყოფილა დისკრიმინირებული  სქესის გამო. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ქართველები ჟურნალისტიკას ნათლავენ „ქალურ" – და არც თუ ისე პრესტიჟულ პროფესიად. ძალიან ცოტაა მამრობითი სქესის ჟურნალისტი, ამბობს ის და მისი უნივერსიტეტის კლასებიც ძირითადად შედგება გოგონებისგან.

თუმცა, სურათი იცვლება, როდესაც გადავხედავთ  ოფიციალურ სამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ძირითადად მამაკაცებს ასაქმებენ ხოლმე. კერძო კომპანიებს ასევე ურჩევნიათ მამაკაცის დაქირავება, განმარტავს ნინო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ოჯახური ძალადობაა.

საქართველოში  ფემიციდის ბევრი შემთხვევაა და ქალთა უფლებები პრობლემური თემაა. „ჩემი ჟურნალისტური როლი დამატებით პრობლემებს არ ქმნის. პრობლემა გახლავთ გენდერული საკითხები,  პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად ქალად ყოფნა რთულია. როგორც ჟურნალისტმა, ამ სისტემური საკითხების შესახებ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთა და ზოგადად იმაზე თუ როგორ ეპყრობიან საერთო ჯამში  ოჯახური ძალადობის მსხვერპლს. „ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ გამოვიძიოთ სისტემა და ვაჩვენოთ საზოგადოებას  აღნიშნულის მიზეზები.”

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ქვეყნის კონსერვატიული რიტორიკისა და  სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად, „ოჯახური ღირებულებების ქონაზე” პრეტენზიის მიუხედავად, ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა არ არსებობს. როგორც ახალგაზრდა დედას, დახმარებას არ გიწევენ, ამბობს ნინო. ერთადერთ დახმარებას, მხოლოდ თქვენი ოჯახიდან მიიღებთ. სისტემა და სახელმწიფო არ იძლევა მხარდაჭერას, სამშობიარო შვებულების ანაზღაურებაც იმდენად მცირეა რომ ქალების უმრავლესობა დაუყოვნებლივ ბრუნდება სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ამ თანხით, არ შეუძლიათ ბავშვის პამპერსების ყიდვაც კი.  როდესაც მან ვაჟი გააჩინა, რომელიც ახლა ოთხი წლისაა,  სამ კვირაში სამსახურში დაბრუნდა. „სხვა არჩევანი არ არსებობს", მხრების აჩეჩვით აღნიშნავს ის. 

ქალები ოჯახის გაძღოლის ტვირთს ატარებენ. დამსაქმებლებს ურჩევნიათ მამაკაცის დაქირავება იმიტომ, რომ  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი დეკრეტულ შვებულებაში გავლენ. ნარატივი უცვლელია, ამბობს ის: „გვეუბნებოდნენ, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში, რომ ქალებს არ აქვთ ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები სერიოზულ საკითხებზე მუშაობისთვის, და ა.შ.. იქიდან გამომდინარე, ჩვენი მაღალი რანგის თანამდებობის პირები ძირითადად მამაკაცები არიან, მათ არ ესმით და არც აინტერესებთ ქალთა პრობლემები. ამიტომაც გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, ამბობს ის. ეს ერთადერთი გამოსავალია.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ეკლესია, რომელიც ყველაზე ძლიერი და სანდო ინსტიტუციაა საქართველოს მოსახლეობისთვის – საერთოდ არ საუბრობს ფემიციდზე ან ქალთა პრობლემებზე, აგრძელებს ნინო. მასკულინური ინსტიტუტია, რომელიც მტრულადაა განწყობილი ქალთა უფლებებისადმი. საზოგადოება, მეორეს მხრივ, არის გულგრილი, ნიჰილისტური.

თუ არსებობს სერიოზული პრობლემები, პროტესტს  ონლაინში გამოხატავენ, მაგრამ,  რეალურად, არაფერი კეთდება რაიმეს შესაცვლელად და მთავრობა  ამას კარგად იყენებს: მათ იციან, რომ ხალხი რამდენიმე დღე აღშფოთდება და შემდეგ ყველაფერი უკვალოდ ჩაივლის. „ჩვენ Facebook-ზე ფემიციდს ვაპროტესტებთ, მაგრამ არ ვიბრძვით კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, კანონებში ან რეგულაციებში შესატანი ცვლილებებისთვის და შემდეგ კი სხვა ფემიციდი  ხდება”, ასკვნის ის.

მაგრამ საქართველოში ცვლილების ქარი უბერავს და ნინოს თქმით, სოციალურ მედიას ასევე დადებითი გავლენაც აქვს: ქალები უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ თავიანთი უფლებების შესახებ ონლაინ, იღებენ სოციალური ქსელებიდან მხარდაჭერას, და პოულობენ სხვა ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ მათი ტვირთის  გაზიარება. ამან შეიძლება შეცვალოს ქალთა მომავალი, იმედოვნებს ნინო.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

ქვეყანის სიყვარული არის მისი მომავლისთვის ბრძოლა

საქართველოს უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა მცირდება. „ჩემს მშობლიურ ქალაქში, ყველა ოჯახს ჰყავს ერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ”,  ამბობს ნინო. ის დაიბადა ქუთაისში, სადაც მის სამაუწყებლო ბიზნესია. იხსენებს, რომ როდესაც მე-5 კლასში იყო, ჟურნალისტობა უნდოდა . ახლა მას სურს ქუთაისში სწავლება, ეს არის მისი გრძელვადიანი მიზანი. მაგრამ მისი თქმით, ეს არც ისე ადვილია: ბევრი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას, რადგან ისინი აქ ვერ ხედავენ მომავალს.

„ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება სხვა ქვეყანაში. მე მიყვარს ეს ქვეყანა და ვფიქრობ, რომ მას აქვს მომავალი. თუ ყველა ჩვენგანი, ვისაც რამის კეთება შეუძლია დატოვებს აქაურობას, მაშინ არ იქნება მომავალი.  უნდა დავრჩეთ და ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისათვის, მივცეთ კარგი მაგალითები სხვებს: გვქონდეს სამუშაო, კარიერაც კი, აქ უნდა გავზარდოთ ბავშვები, ვიბრძოლოთ სხვისი უფლებებისთვის. სწორედ ამას ვისახავ მე მიზნად: ჩემი მუშაობით, სხვებს ვაძლევ პლატფორმას, ისე, რომ მათი ხმა მოისმინონ. ეს არის ჩემი საზოგადოებისთვის სამსახური,  მაგალითი უნდა ვიყო სხვებისთვის ისე, რომ მათ შეიცვალონ აზრი და აქ დარჩნენ.  ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა აქედან წასვლაზე ფიქრობს, მაგრამ მათ ვეუბნები, რომ თუ ყველა ჩვენგანი სხვაგან წავა – სადაც, სხვათა შორის,  ასევე მოგიწევთ ბრძოლა თქვენივე უფლებებისთვის, რადგან  საზღვარგარეთ არაფერია უფასო - იქ უფრო მძიმე მუშაობა მოგიწევთ, რადგან აუტსაიდერი იქნებით – და თუ ყველანი წავალთ, ვინღა დარჩება? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს დრო და ენერგია ჩვენი  ქვეყნისთვის ღირებული რაიმეს შესაქმნელად?”, კითხულობს ნინო.  

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

„ასევე მჯერა, რომ თუ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, თუ არ ფიქრობთ თქვენი ერის კეთილდღეობაზე, კარგი ჟურნალისტი ვერ იქნებით.” მის თაობას ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე გარდამავალი დემოკრატიის პერიოდამდე, ამბობს ის, და მათ აქვთ განსხვავებული მისწრაფებები, მიზნები, დღის წესრიგი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მაგრამ ამავდროულად იცის, რომ საბჭოთა წარსული საქართველოში კვლავ ცხოვრობს. მას ასევე მიიჩნევს, რომ ქალების მიმართ გენდერული უთანასწორობის მიზეზს ან თუნდაც უსამართლობას ფესვები ქვეყნის ისტორიაში აქვს.

„90-იან წლებში, როდესაც ჩვენთან  სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კრიზისი იყო, ჩვენი ქალები თავიანთი ოჯახების გადასარჩენად, საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიოდნენ. ეს ირონიულია, რადგან იტალიასა და საბერძნეთში შემოთავაზებული  სამუშაო ადგილები იყო „ქალის პროფესიები", მამაკაცები არ იმუშავებენ დამლაგებლებად ან მომვლელებად – ამას არ კადრულობდნენ. ქალებმა  დატოვეს ქვეყანა და აღარ  დაბრუნდნენ, უგზავნიდნენ რა ფულს  ყოველ თვე იმ  ქმრებს, რომლებიც ცხოვრობდნენ საკუთარი ცოლების კმაყოფაზე. ქალებმა ოჯახში შემომტანის როლი იკისრეს, მამაკაცები კი გაბრაზდნენ, ისინი ახლაც გაბრაზებულები არიან. მამაკაცები უფრო კონფორმისტები არიან, ვიდრე ქალები საქართველოში. მათ აწუხებთ აზრი, „რას იფიქრებს საზოგადოება”, მათი სიამაყე ეკონომიკური სირთულეების გამო დაზარალებულია. ეს კვებავს აგრესიას.”

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

მისი რწმენით, აუცილებელია ქალებმა იმოქმედონ, რადგან პრობლემები, რომლებსაც ის აღწერს კონტროლის სფეროდანაა გასული. მისი თქმით, ქალები ძალაუფლების შეგრძნებას იძენენ და ტრადიციები, რომლებიც აღარ არის სასარგებლო, უკუგდებულია. და მისი პირადი როლი ამ ყველაფერში? იგი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს  სუფთა-ქალური-მედიის განვითარებას (ახლა). მას სურს ასწავლოს. და ის სიხარულით იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც ქალთა უფლებებს კიდევ უფრო წინ წაწევს. 

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom

„ქართველები ჭკვიანი არიან, მაგრამ თვითშეგნებისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობა გვაქვს. ჩვენ, როგორც ხალხმა, არ ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები, სისუსტეები და შესაძლებლობები. ვხედავთ საკუთარ თავს, როგორც ერს, რომელიც დამოკიდებულია ქვეყნის გარეთ არსებულ ადამიანებზე, როგორც უიღბლოს, როგორც ღარიბს. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ  წარმატებულები ვიყოთ. ყველას შეუძლია წვლილის შეტანა საკუთარი როლში თუ თავს ობიექტურად და გულწრფელად შეაფასებს და თუ მოახერხებს საკუთარი  შეცდომების უპირატესობად ქცევას. როგორც ერს, და როგორც ინდივიდებს, ჩვენ  ყველაფრის გაკეთება გვძალუძს.”

Follow more stories on female empowerment with #FemaleForwardInternational and in our Special Focus on the website.

Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom
Nino Bakradze
© Friedrich Naumann Foundation for Freedom