DE

#FEMALEFORWARDINTERNATIONAL
მსოფლიოს შეცვლა ერთი ბრძოლით

გაიცანით ნინო ბოლქვაძე საქართველოდან
Nino Bolkvadze

სამართლებრივი და სოციალური გამარჯვებების მიღწევა, ნინო ბოლქვაძე უკეთეს სამყაროს არ ელოდება: იგი თავად ქმნის მას.

„მე საბოლოოდ მიხვდი ცისარტყელის დროშის მნიშვნელობას, როდესაც თქვენი ცხოვრება ყვავის  და ახალ ფერებს იძენს,  ემოციები ხდება ნათელი და გასაგები, ცხოვრება სიხარულით ივსება. „საზოგადოებაში გამოსვლას, ისეთი როგორც ხარ, რა თქმა უნდა, თან სდევს ბრძოლები, მაგრამ ისინი ვერ შეედრება ნგრევას - ეს არ არის გამოსავალი“, ამბობს ნინო ბოლქვაძე. ეგრეთწოდებული „coming out” მას საქართველოში ეროვნულ ტელევიზიაში ჰქონდა, ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე” მყოფი, სადაც LGBTI უფლებები კვლავ ძალადობის გამოყენებით ხდება სადავო. იზრდებოდა ქალაქსა და სოფელს შორის, დაქორწინდა 16 წლის ასაკში და ახლა წარმატებული იურისტია ორი მოზარდი ბავშვით, ნინოს 20 წელი დასჭირდა საკუთარი თავის მისაღებად. მის მიერ დღის შუქზე გამოსვლა იყო არა მხოლოდ პიროვნული განთავისუფლების ეტაპი, არამედ სხვებისთვის გზავნილიც – რამაც სამუდამოდ შეცვალა ის და სხვა მრავალი სიცოცხლეც, ისევე როგორც საქართველოს LGBTI საზოგადოების ისტორია.   

Nino Bolkvadze profile

სიძულვილი, როგორც დივერსია

.ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ უმეტესად კონსერვატიულია, სადაც რელიგიური და პოლიტიკური ძალები, LGBTI საზოგადოების წინააღმდეგ  დისკრიმინაციული მოპყრობის გზით, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.  FNF ფონდის მიერ ჩატარებული შედარებითი კვლევა აჩვენებს რომ „LGBTI ადამიანების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და სიხშირე საქართველოში ისევ რჩება გამოწვევად ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად”, რაც ადასტურებს ნინოს შეფასებას, რომ LGBTI საზოგადოების მიმართ სიძულვილით ჩადენილი უმეტესი დანაშაული დაუსჯელი რჩება. ძალადობა არ უკავშირდება მხოლოდ რადიკალურ მემარჯვენე ან სიძულვილის ჯგუფებს; ოჯახური და ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა ასევე არის მუდმივი პრობლემა. 2015 წელს მისი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, ნინოს ქმარი იდევნებოდა, რადგან „მას არ შეეძლო თავისი მდედრობითი სქესის ოჯახის წევრის კონტროლი”. ნინოც და FNF-ის შეფასებაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს აქვს საკმარისად პროგრესული კანონმდებლობა, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება; კანონის აღსრულებაშია პრობლემა.

2013 წელს ეს დაყოფა ცხადი გახდა. ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის (IDAHOT) წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს, 17 მაისს, LGBTI საზოგადოების მშვიდობიან შეკრებას, თავს დაესხნენ  კონტრ-აქციის მონაწილეები. ნინო უკვე შემდგარი იურისტი იყო, მაგრამ საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული თავისი ორიენტაციის შესახებ. ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, რაც ცნობილია  17 მაისის მოვლენების სახელით, მან გააცნობიერა, რომ ვეღარ დაიმალებოდა. იგი  ქმართან განქორწინდა და გაასაჯაროვა მისი სექსუალური ორიენტაცია  მისი მეგობრებისა და ოჯახის წინაშე, ამ პროცესში რამდენიმე ადამიანი დაკარგა, თუმცა  ბევრი მხარდაჭერაც მიიღო და მრავალი ახალი მეგობარი შეიძინა. პირველად ცხოვრებაში, მას თავისი ადგილი ჰქონდა. 2015 წელს ეროვნული ტელევიზიით საჯაროდ ორიენტაციის გამოცხადება არ იყო სისტემის მიმართ შურისძიება. ეს იყო რევანში.

Nino Bolkvadze Quote

ნინოს სწამს განათლების და მისი საშუალებით, ხალხის მიერ ხელოვნურად აღმართული კედლების ნგრევის. თუმცა იგი, ასევე ხედავს  იდენტურობის პოლიტიკას, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს. „მე არ მინდა, ბრძოლისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენ არავის არ ვებრძვით. ეს არ არის ბრძოლა ორ მხარეს შორის;  არ მჯერა, აღმოსავლეთად და დასავლეთად დაყოფების. ეს გახლავთ დრომოჭმული  მიდგომების საკითხი და დაფიქრება პრობლემაზე, რომელიც შეცვლის ჩვენს აზრებს და დროის შესაბამისად მიდგომებს. ყველა საზოგადოებაში, ადრე თუ გვიან, ჩვენ მიგვიღებენ. სხვა გზას ვერ ვხედავ. ომი არ არის იარაღი, ომს კარგი არავისთვის მოაქვს”.

მაგალითის მისაცემად, ნინომ გადაწყვიტა თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სიით მიეღო მონაწილეობა, იქედან გამომდინარე, რომ LGBTI საზოგადოებას საქართველოში მცირე შესაძლებლობები აქვს საკუთარი უფლებების დასაცავად. საქართველოს ისტორიაში ის იყო პირველი ღიად ლესბოსელი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა. კვლავ რთულია თემის წევრებისთვის საჯარო ფორუმებზე ხელმისაწვდომობის მიღება ბულინგის, დისკრიმინაციისა და ძალადობის გარეშე. არჩევნებში მონაწილეობამ ნინოს მისცა დიდი პლატფორმა საიმისოდ, რომ გაეჟღერებინა თემის პრობლემები, მან ასევე მოახერხა საზოგადოებისადმი საკუთარი თავის წარდგენა არა მარტო როგორც ცალკეული პიროვნების, არამედ იმ ადამიანის, რომელიც იზიარებს დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის ღირებულებებს.

Nino Bolkvadze Quote

ხვების დახმარება

მან ადამიანის უფლებების შეგრძნება ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოიმუშავა, როდესაც მეორე კლასში იყო. მან შეამჩნია, რომ სასკოლო სისტემა ბავშვების კატეგორიებად დაყოფას, ერთმანეთისგან გახლეჩვას ცდილობდა. ერთხელ მასწავლებელმა მას უთხრა, რომ არ ემეგობრა გოგონასთან, რომელიც ღარიბი უმცირესობაში მყოფი ოჯახიდან იყო. ნინო არ დაემორჩილა. მისი სამართლიანობის ძლიერი გრძნობა და მამის დახმარების სურვილი, რომელსაც  მუდმივად ანადგურებდა საბჭოთა სასჯელაღსრულების  მკაცრი  სისტემა, გამოიწვია ის რომ მან 16 წლის ასაკში სამართლის სკოლაში ჩააბარა.

როგორც იურისტი და აქტივისტი, ნინო დაუღალავად მხარს უჭერს LGBTI მოძრაობას საქართველოში, ატარებს ლექციებს უნივერსიტეტებში და ქმნის სხვადასხვა მხატვრულ პროექტებს, რაც შთაგონებულია მისი კითხვისადმი  სიყვარულით. ჯერ კიდევ ისეთი ადგილები სადაც მისვლას ვერ ბედავს, მაგრამ მისი სახლი სოფელ გურიაში ასეთ ადგილებს არ განეკუთვნება: იგი მიიღო  თავისმა ოჯახმა და იქაურობას მის პარტნიორთან ერთად სტუმრობს. ზოგჯერ ცხოვრება ადამიანებს სხვა გზით აკავშირებს ერთმანეთთან: რამდენიმე წლის წინ ნინო თრომბოზით იწვა საავადმყოფოში, მისი გადარჩენის შანსები უცნობი იყო. ექიმებმა იცნეს, მაგრამ მათ არ აინტერესებდათ მისი სექსუალური ორიენტაცია, და ღამეებს ათენებდნენ მის დასახმარებლად. როდესაც სხვა პაციენტებმა დაინახეს მისი პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა მასზე, რომელსაც მისი ხელი ეჭირა და სასთუმალთან, ეჯდა, თავდაპირველი შოკი ერთნაირი გამოცდილებით გამოწვეულმა მიმღებლობამ შეცვალა.  

„პოლიტიკოსები ცდებიან, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ რაიმეს „წინააღმდეგ" მობილიზაცია იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ქრისტიანობა დაეხმარა საქართველოს, როგორც ქვეყანას გადარჩენილიყო, მაგრამ დევნა და სიძულვილი არ არის ქრისტიანული ღირებულებები და უკუშედეგს გამოიღებს. ამიტომ, აუცილებელია განათლებისა და მართლმსაჯულების რეფორმები, საქართველოს დემოკრატია ამ ორი საყრდენი ბოძის  გარეშე დაიშლება.”  

Nino Bolkvadze Quote

არსებობს იმედის სხივებიც: ჩვენს ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარ ორ ლესბოსელ წყვილზე  თავდასხმის შემდეგ, ლეიბორისტულმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბრობდა LGBTI  საზოგადოების წინააღმდეგ სიძულვილის ენით ჩადენილ დანაშაულზე, ეს იყო უპრეცედენტო პოლიტიკური აქტი. ნინო ასევე იღებს წერილებს ახალგაზრდა გოგონებისგან რომ მისი საუბრებსა და ლექციების მოსმენის შემდეგ , მშობლებმა ისინი მიიღეს. ერთმა კაცმა იცნო იგი ავტობუსში და თავისი მხრიდან უანგარო დახმარება შესთავაზა, როგორც კი დასჭირდებოდა. იგი ამაყობს მისი სამართლებრივი გამარჯვებებით, რომელიც მოიცავს სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ სექსუალური დისკრიმინაციის ან ციხეში ჰომოსექსუალი მამაკაცების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ შემთხვევებს.

უკანასკნელი  შემთხვევა ეხებოდა ციხეში მყოფ ახალგაზრდა პატიმარს  რომელიც  იყო ჰომოსექსუალი და მუშაობდა ციხეში, სასჯელის მოხდის პარალელურად. მშობლებისა და ნათესავებისთვის, ბავშვი, რომელიც ისეთ სერიოზულ დანაშაულშია მსჯავრდებული, როგორიცაა მკვლელობა ან გაუპატიურება უფრო მისაღებია ვიდრე როდესაც იგი ჰომოსექსუალია.  ციხის დაუწერელი კოდექსი  კრძალავს გეი პატიმრებზე, მათ პირად ნივთებზე შეხებასაც კი, მათთვის ხელის ჩამორთმევას, ერთად ჭამას და მსგავს საქმიანობებს. სხვა პატიმრებმა ციხის უფროსს უთხრეს, რომ   თუ ის არ მიხედავდა  „პრობლემას”, მათ თავად  მოუწევდათ მისი მოგვარება. აღნიშნულის შედეგად, გეი პატიმარი სამუშაოდან გაათავისუფლეს. ნინომ მოითხოვა, რომ სასამართლოს ეს განჩინება გაეუქმებინა, როგორც უკანონო და დისკრიმინაციული, და წარმატებას მიაღწია.  

Nino Bolkvadze Quote

მათი თქმით ჰომოსექსუალები საქართველოში არ არსებობენ

ნინოს საკუთარი ბრძოლების გადატანა მოუწია, რომ გამხდარიყო ქალი, რომელიც დღესაა. 15 წლის ასაკში მას პირველად ეწვია სიყვარული - კლასში ახლადგადმოსული გოგონა შეუყვარდა. მოხდა სკანდალი. გოგონას მშობლებმა შეიტყვეს და ის ახალ სკოლაში გადაიყვანეს, ხოლო ნინოს სკოლების შეცვლა მოუწია. მშობლის აზრით, ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გოგონას შეემთხვეს, არ არის სკოლასთან დაკავშირებული, არც ომი ან საქართველოში იმ დროს გაბატონებული სიღარიბე, არამედ უკავშირდება გაუთხოვრობას და ბავშვების არ ყოლას. ასე რომ, იგი დაქორწინდა ადრეულად, უარი თქვა მის ნამდვილ მეზე, იმ იმედით, რომ „განიკურნებოდა”.

ზედმეტია იმის თქმა, რომ მისი ცხოვრება განსხვავებული მიმართულებით წარიმართა. მისი აზრით, ყველას არ შეუძლია ან არ უნდა ორიენტაციის საჯაროდ გაცხადება – თუმცა მათ ეს უნდა გააკეთონ, მაშინ როდესაც ისინი მზად იქნებიან  და პრიორიტეტად უსაფრთხოება დაისახონ. მაგრამ მიმღებლობა და საჯაროდ გამოსვლა სხვადასხვაა. ადამიანმა  საკუთარი თავი აუცილებლად უნდა მიიღოს. ნინოს სწამს ინდივიდუალური აქტივიზმის  და აღიარებს, რომ საქართველოს კარგი კანონმდებლობა აქვს, მაგრამ საქმეები აღიძვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინირებული მხარეები საჩივარს შეიტანენ. მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებენ მისი მსგავსი იურისტები  დაცვას და ბრძოლას ადამიანის უფლებათა უკეთესი აღსრულებისათვის.

Nino Bolkvadze Quote

ჰომოფობია არ არის მთავარი პრობლემა – პოლიტიკური დაბრკოლებები ბევრად უფრო რთული გადასალახია. საქართველოში მთავარი პოლიტიკური ძალები ჰომოფობიური თავდასხმების მედიასაშუალებით გაშუქებას ხელს უშლიან და ამომრჩევლებს „ტრადიციული" რიტორიკით ამშვიდებენ. ღარიბ ქვეყანაში, სადაც მმართველი კლასების დაპირებებმა არ გაამართლა და სადაც პანდემია კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს, ძალაუფლების შენარჩუნება უკავშირდება  სხვადასხვა მტრების წინააღმდეგ კონსოლიდაციას - დასავლური ღირებულებების და LGBTI თემის მიმართ, „თანამედროვე“ უარყოფით პოლიტიკურ მობილიზაციას. როგორც ისტორია გვიჩვენებს, უცხოს მიმართ შიში ყოველთვის კარგად მუშაობს: იმის შიში, რომ „სხვები" რესურსებს მოიპარავენ.

ეს იდენტობა, რომელიც ემსახურება საზოგადოებისთვის იარლიყების მიკვრას და მათ უარყოფას, უნდა გადატრიალდეს, რათა ცხადი გახდეს, რომ LGBTI თემი, პირველ რიგში, ყველა დანარჩენი ადამიანის მსგავსია, რომ ისინი არ არიან მონსტრები; ისინი პირველ რიგში არიან ადამიანები განსხვავებული ღირებულებით და პოლიტიკური გემოვნებით, ამიტომ ზოგჯერ თემის განსაზღვრაც რთულია. მაგრამ თუ მათ სურთ მათი უფლებების აღიარება, მათ ამ იდენტობის გარშემო მობილიზება სჭირდებათ.

რა თქმა უნდა, იდენტურობის პოლიტიკას აქვს საკუთარი გამოწვევები, ზოგიერთმა მისმა სტრატეგიამ საქართველოსთან  შედარებით, იმუშავა  უკრაინაში, რომელიც რუსეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ჰომოფობიური ქვეყნის მაგალითია და  საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი. თემის მიზანი არ არის პროვოცირება და წაქეზება, იმის მიუხედავად, თუ როგორ ცდილობს წარმოაჩინოს ყოველივე სტატუს-კვომ. საქართველოში ამბობდნენ ხოლმე, რომ გეი ხალხი არ არსებობს. დადიოდა ჭორები, რომ ჰომოსექსუალები დასავლეთიდან ჩამოვიდნენ. პირი, რომელსაც ქონდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, უნდა დამალულიყო. ამიტომ არის აუცილებელი გამოსვლა, ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ, მოყვნენ თავიანთი ამბები,  აიძულონ მედია გააშუქონ და განიხილონ ეს საკითხები.

რთული  ბრძოლა

2019 წელს აქტივისტებმა დაინახეს თუ რამდენად ღრმად ინარჩუნებდა ხელისუფლება თავისი სიძულვილის პოლიტიკას, და რამდენად შორს იყო ქართული საზოგადოება  ადამიანის უფლებათა ღირებულებებისგან და ევროპული ღირებულებებისგან. თბილისის პრაიდის სხვა ორგანიზატორებთან ერთად, ნინომ მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც უკავშირდებოდა მის სიცოცხლეს, შვილებს და პარტნიორს, და დაექვემდებარა დეზინფორმაციულ თავდასხმებს ონლაინში. სასწაული იყო, რომ არავინ დაზარალდა. 14 ივნისს, თბილისი-პრაიდის  აქტივისტებმა გააპროტესტეს  დაგეგმილი პრაიდის მიმდინარეობისას თემის დაცვის მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობის უარი. თემის წევრები  კანცელარიის გარეთ შეიკრიბნენ სადაც მათ მემარჯვენე-აქტივისტები  შეხვდნენ. პრაიდი საბოლოოდ გაიმართა 2019 წლის 8 ივლისს და დაშლამდე 30 წუთის განმავლობაში ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან სრულიად დაუცველები იყვნენ. მაგრამ ნინო ამ ყველაფერს კვლავ განიხილავს როგორც საზოგადოების წარმატებას. იგი არ  არის სასტიკი ადამიანი: „ეტაპობრივად ჩვენ გავიმარჯვებთ. ვაჩვენებთ ვინ ვართ ჩვენ, და ჩვენ უფრო მეტ მხარდაჭერას მოვიპოვებთ.”

Nino Bolkvadze Quote

ახლა, პირველად საქართველოს ისტორიაში, 15 პოლიტიკური პარტია LGBTI თემის დაცვასთან დაკავშირებით მემორანდუმს აწერს ხელს. ნინო ხაზს უსვამს  სამ მიზანს  რომლის მიღწევაც მას სურს  მომავალში: მას სურს გააგრძელოს საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დაცვა;  სურს გამოიყენოს მისი პროფესიული უნარები სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების მიზნით; და იმედოვნებს, რომ დაიწყება LGBTI თემის პოლიტიკური დაცვა, რომელსაც ესაჭიროება  წარმომადგენლობა.

„ყველგან არიან თემის წევრები, ცხოვრების ყველა სფეროში, ეკლესიაშიც კი. თუ გინდათ ბედნიერება,  უნდა ემსახუროთ თქვენს საზოგადოებას, ემსახურეთ ხალხს, გიყვარდეთ საკუთარი თავი და სხვები და კარგად უნდა მოეპყროთ მათ. და ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ. არარეალურია დაველოდოთ დისკრიმინაციის გარეშე არსებულ აყვავებულ დემოკრატიას - ეს არ არის უტოპია. მაგრამ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. თუ ჩვენ არა – მაშინ სხვა ვინ?”

 

Nino Bolkvadze Quote

 Follow more stories and analyses on female empowerment with #FemaleForwardInternational and in our Special Focus on the website.